Friday, August 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კანიე ბიანკას ასე ჩაცმას აიძულებს”- სკანდალი ბიანკა ცენსორისა და კანიე უესტის გარშემო

February 6, 2025
“კანიე ბიანკას ასე ჩაცმას აიძულებს”- სკანდალი  ბიანკა ცენსორისა და კანიე უესტის გარშემო

შიშველი ბიანკა ცენსორი და კანიე უესტი – გრემის წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წყვილის გამოჩენას საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ტუჩების მოძრაობის წაკითხვის სპეციალისტი, ნიკოლა ჰიკლინგი გამოცემა „დეილი მეილისთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ წითელ ხალიჩაზე კანიე მეუღლეს სპეციალურ მითითებს აძლევდა. ნიკოლა ჰიკლინგის თქმით, რეპერმა ბიანკას ასეთი სიტყვები უთხრა – „დადგი სცენა.. ეს აზრიანი იქნება.. ქურქი უკნიდან გადააგდე და შემობრუნდი. მე შენთან ვარ“.. ამბობენ იმასაც, რომ ბიანკასა და კანიეს ჩაცმულობა რეპერის ახალი ალბომის გარეკანის იმიტაციას ემსახურებოდა.

უცხოური პრესის ცნობით, შოკის მომგვრელი სცენის შემდეგ კანიესა და ბიანკას გრემის ორგანიზატორებმა ცერემონიალის დატოვება მოსთხოვეს. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომ ისინი მხოლოდ წითელ ხალიჩაზე იყვნენ მიწვეულები და მისი დაჯილდოების ცერემონიას ამიტომ არ დაესწრნენ.

ამერიკელი რეპერი და მისი მეუღლე, თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალში არაერთხელ გახვეულან. თუმცა, გრემზე მომხდარმა შემთხვევამ ყველაფერი გადაფარა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ბიანკას მეგობრები შეშფოთებულები არიან. მათი თქმით, კანიე ბიანკას ასე ჩაცმას აიძულებს და მასზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.

კანიემ და ბიანკამ ერთმანეთი 2020 წლის ნოემბერში გაიცნეს, როდესაც უესტი კიმ კარდაშიანზე იყო დაქორწინებული. ბიანკა რეპერის კოპმანიაში ინტერიერის დიზაინერად მუშაობდა. 2022 წელს კანიემ ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით „ცენსორი – გადატვირთვა“ გამოუშვა. მაშინ გულშემატკივრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ სიმღერაში კანიე მომავალ მეუღლეზე საუბრობდა. საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში წყვილი 2023 წელს მოექცა, როდესაც ბიანკა და კანიე პაპარაცებმა ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს. როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, წყვილმა მალულად იქორწინა. კანიე ბიანკას თავის მუზას უწოდებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიანკა კანიესა და კიმ კარდაშიანის საერთო შვილთან, ნორთ უესტთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს. ანონიმური წყაროს ცნობით, კიმ კარდაშიანმა ყოფილი მეუღლე გააფრთხილა, რომ შვილებთან ყოფნის დროს ბიანკამ სხეული სრულად უნდა დაიფაროს.

გრემის დაჯილდოებამდე ცოტა ხნით ადრე უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანიე და ბიანკა განქორწინებას აპირებდნენ. გამოცემა TMZ-ი წერდა, რომ წყვილს ერთად ცხოვრება უჭირდა და ურთიერთობაში უამრავი პრობლემა ჰქონდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კანიე და ბიანკა ერთად აღარ ჩნდებოდნენ.. თუმცა, გრემის წითელ ხალიჩაზე ცოლ-ქმრის გამოჩენამ ეს ეჭვები გააქარწყლა. როგორც ჩანს, კანიე და ბიანკა დაშორებას არ აპირებენ და საზოგადოებას მომავალშიც არაერთ სიუპრიზს უმზადებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მის სიტყვებს დეტალურად ვციტირებთ”- NYT რაზმაძესთან ინტერვიუზე
  • ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge