Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მდინარაძე სამთავრობო არხების საინფორმაციო გამოშვების მიმდევრობასაც აკონტროლებს, ახლა სურვილი აქვს, პრაქტიკა ყველა მედიაზე გაავრცელოს” – ნოდარ მელაძე

February 5, 2025
“მდინარაძე სამთავრობო არხების საინფორმაციო გამოშვების მიმდევრობასაც აკონტროლებს, ახლა სურვილი აქვს, პრაქტიკა ყველა მედიაზე გაავრცელოს” – ნოდარ მელაძე

“ქართული ოცნების” მიერ კრიტიკული მედიის დასახრჩობად დაინიცირებული კანონპროექტის  შესახებ “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე საუბრობს.

არაერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი ივანიშვილის რეჟიმს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში პარტიული ინტერესების გატარების მცდელობაში ადანაშაულებს.

ნოდარ მელაძეს მიაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც არაერთი მძლავრი ინსტრუმენტი არსებობს კრიტიკული ხმის გასაჟღერებლად, ცენზურის დაწესება შეუძლებელია.

“მამუკა მდინარაძეს, როგორც ჩანს, სურვილი აქვს, რომ მის მიერ შემუშავებული პრაქტიკა, როდესაც სამთავრობო ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების მიმდევრობასაც კი ის აკონტროლებს, საყოველთაოდ გავრცელდეს ყველა მედია საშუალებაზე.

სავარაუდოდ, ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება, დაეანონსებინა ცენზურის კანონი. თანამედროვე ეპოქაში, სადაც ძალიან მძლავრი ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, რომ შენი ხმა, შენი სატელევიზიო პროდუქტი და სიტყვა გაავრცელო, თუნდაც ონლაინ მედიის საშუალებით, შეუძლებელია ცენზურა დააწესო.

მან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ თავდასხმები მედიაზე ზრდის ინტერეს კრიტიკული მედიის მიმართ. თუ კრიტიკული მედია არაფერს არ ნიშნავს ამ ქვეყანაში, რატომ ებრძვის და რას ებრძვის. ხვდება, რომ თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში და ცენზურისგან თავისუფალი ახალი ამბავი საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. ასე გააგრძელოს, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას”, – ამბობს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, მმართველი პარტია აინიცირებს კანონს, რომელიც მამუკა მდინარაძის მტკიცებით, “მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს” დაადგენს. მისივე ცნობით, კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ევაკუაცია ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს!“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • „ჩვენი საშველი მხოლოდ ამერიკიდან არის…“ – რას წერს ია ფარულავა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge