„1 არხის“ კორესპონდენტი, ირმა ჭოლაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის 18:00-საათიანი „მოამბის“ წამყვანობისგან ჩახსნას გამოეხმაურა.
„მე, ირმა ჭოლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” კორესპონდენტი (უკვე 15 წელია) ვითხოვ კონკრეტულად გვითხრან! – ვინ ვერ თანამშრომლობს ვასკასთან, ვის უქმნის მაღალი პროფესიონალიზმით და პიროვნული თვისებებით დაჯილდოვებულ ადამიანთან Vaska Ivanov-chikovaniთან მუშაობა დისკომფორტს!!! რათა ვიცოდეთ! მეტი ამ გადაწყვეტილების შესახებ და ასევე, რათა თავი დაიცვას ყველა სხვა კორესპონდენტმა, პროცესისგან, რომ ვასკასთან დაკავშირებულმა
პრეცენდენტმა, არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი!!!“, – წერს ჭოლაძე.
შეგახსენებთ, ჩიქოვანმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისგან მიიღო გზავნილი, რომლის მიხედვითაც, ჩიქოვანი 18:00-საათიანი „მოამბის“ წამყვანობიდან ჩახსნილია.