მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა იუბილარია, იგი 5 თებერვალს 58 წლის გახდა.
ია ფარულავამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და სთხოვა საზოგადოებას დაბადების დღე მხოლოდ sms-ით მიულოცონ და არ დაურეკონ.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ხვალ ჩემი დაბადების დღეა, დიახ 58 წლის ვხდები. გთხოვთ, არ დამირეკოთ, მომილოცეთ მხოლოდ “ესემესების” საშუალებით.
ვისვენებ და სამი დღე სთორებს არ დავდებ”-ამბობს ია ფარულავა.