Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტრამპის ადმინისტრაციამ მთელი მსოფლიო მასშტაბით USAID-ის დასაქმებულები შვებულებაში გაუშვა

February 5, 2025
ტრამპის ადმინისტრაციამ მთელი მსოფლიო მასშტაბით USAID-ის დასაქმებულები შვებულებაში გაუშვა

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, უცხოეთში USAID-ის ყოველი პირდაპირი წესით დასაქმებული პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა.

„2025 წლის 7 თებერვალს, პარასკევს, 23:59 საათზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის პირდაპირი დაქირავებული თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გავლენ“, – ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იმ თანამშრომლებს, “რომლებსაც მისიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ, მთავარი ხელმძღვანელები არიან და სპეციალურ პროგრამებზე მუშაობენ”, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ.

როგორც განცხადებაში წერია, ვაშინგტონი სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით ამზადებს გეგმას, რომლის მიხედვითაც USAID-ის მიერ უცხოეთში დასაქმებული ამერიკელები 30 დღის განმავლობაში აშშ-ში დაბრუნდებიან და მათი მგზავრობის ხარჯებიც ანაზღაურდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, USAID (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო), ვაშინგტონის ჰუმანიტარული სააგენტო, რომელიც მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებას ანაწილებს მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება, შესაბამისად, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, არსებობას შეწყვეტს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და თქვა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ USAID კონგრესმა დააფუძნა, როგორც დამოუკიდებელი დაწესებულება აღმასრულებელ შტოში, პრეზიდენტს კონგრესის ავტორიზაციის გარეშე მისი გაუქმების უფლებამოსილება არ აქვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა
  • ხანძარი ჯავის რაიონში – რა ვითარებაა ადგილზე
  • “უკრაინას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც დასრულება” – შალვა პაპუაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge