ათენის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მონაცემებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში საბერძნეთის კუნძულებზე 280-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კუნძულ სანტორინის მოსახლეობას სეისმური აქტივობის გაზრდის შემდეგ მოუწოდა “სიმშვიდე შეინარჩუნონ”.
ძლიერი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, სკოლები დაიხურა, ხელისუფლებამ კი მოსახლეობას დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავის შეკავება ურჩია.
ორშაბათს სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4,9 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, ხოლო ბოლო დღეებში 4,3 და 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრები დაფიქსირდა.