რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი ქალიშვილი თეკლა სულაქველიძე სოციალურ ქსელში ნანკა კალატოზიშვილის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც მსახიობი ამბობს, რომ მანანა აბრამიშვილს უჭირავს არა შვილის, არამედ რეჟიმის მხარე.
“მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა – ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად.ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი – ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის. როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა, რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა. ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი – დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ.ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე – მისას. არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან, და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს.მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის.მადლობა და ნახვამდის”.
რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი რამდენიმე მსახიობის გუშინდელ პროტესტს გამოეხმაურა, რომელიც სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატეს. მან სპექტაკლის ამგვარი პროტესტი დაგმო.
„არასწორი იყო, რაც იკადრეს ჩვენმა მსახიობებმა, თეატრში არ გაქვს იმის უფლება აკეთო, რაც მოგესურვება, არ გაქვს უფლება ისაუბრო რუსთაველის თეატრის სახელით. ქუჩა არის ადგილი, სადაც შეგიძლია გამოხატო შენი პოზიცია, ხოლო თეატრში პატივი უნდა სცე კოლეგებს და მაყურებელს” – აღნიშნა ვიდეომიმართვაში მანანა აბრამიშვილმა.
მას მალევე გამოეხმაურნენ მსახიობები ნანკა კალატოზაშვილი და ეკა დემეტრაძე:
„შენი შვილი, რომელიც დგას ქუჩაში, შენ ირჩევ ხარებას და არა შვილს. აი, ეს სხვაობაა ჩვენს შორის. შვილზე წინ აყენებ ხარებას, რომელიც არბევს და ცემს შენს შვილს, კაი რა მართლა.. რა მომენტში ხარ მართალი… თქვენ იქეცით თავად მოძალადეებად” – თქვა ვიდეომიმართვაში ნანკა კალატოზიშვილმა.
აღნიშნულ ფაქტს მსახიობ მანანა აბრამიშვილის, ქალიშვილი პოსტით გამოეხმაურა, რომელიც დედამ გააზიარა და დაწერა: “ჩემი შვილის პასუხი ყველას. ახლაც თეატრში ვარ ჯერ კიდევ და უცებ ვხედავ ჩემი შვილის პასუხს ყველას მიმართ. და დიახ! მე ბედნიერი დედა ვარ, რომ გავზარდე სწორად ჩემი ორივე შვილი და რომ ვერასდროს შეძლებს ვერავინ, ეს ყველაფერი ილუზია გახადოს!!!! ყველაფერი ამისთვის ღირს ცხოვრება და მე ვცხოვრობ. ყველა დედას და შვილებს სიკეთე… სამყაროში”.