ე. წ. „აგენტების საწინააღმდეგო“ აქციებისას დაკავებულ სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მას პროკურატურა პოლიციელზე ძალადობას ედავებოდა.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.