ამინდი მკვეთრად უარესდება – ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს:
“ატმოსფეროში დაიწყო ცვლილებები, რაც გამოიწვევს მკვეთრ შემობრუნებას თბილი დღეებიდან სიცივისკენ.
მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურა დაკავშირებული იქნება პოლარული ღარის გაღრმავებასთან და მის გავრცელებასთან აღმოსავლეთ ევროპაში, ამავდროულად, არქტიკის დასავლეთ სექტორში დაიწყება არქტიკული ანტიციკლონის ფორმირება, გაძლიერება და გაფართოება.
ყოველივე ეს გავლენას მოახდენს მთელს ევროპაზე და მათ შორის საქართველოზე, ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ჩვენს ქვეყანაში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება:
5 თებერვლიდან – 9 თებრვლის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლის სახით.
ტემპერატურა დღისით +5 გრადუსზე მაღალი არ იქნება დაბლობზე და ბუნებრივია მთიან ზონაში 0 თან ახლოს და მასზე ქვემოთ.
მოკლედ, წინ ზამთრისთვის დამახასიათებელი გაავდრება გველოდება და ვისაც ასჯერ უნდა გაგიმეოროთ ვინაიდან ერთხელ ნათქვამს ვერ ხვდებით, ვიმეორებ – დაბლობსა და ბარში იქნება მხოლოდ თოვლჭყაპი, ითოვებს მხოლოდ მთაში.
გისურვებთ მშვიდობიან დღეებს.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”