აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში გამოსცა ბრძანება ამერიკაში მყოფი არალეგალი მიგრანტების დაჩქარებული დეპორტაციის შესახებ. ის 21 იანვრიდან ამოქმედდა.
გარდა იმისა, რომ გაუქმდა მთელი რიგი პროგრამები, რომელიც არალეგალებს ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა, ამოქმედდა ერთგვარი საგანგებო მდგომარეობა. ICE (იმიგრაცია და საბაჟო აღსრულება) პოლიცია, ფედერალურ აგენტებთან ერთად შტატებში მყოფ მიგრანტებს მასობრივად აკავებს და მათ უკან სამხედრო თვითმფრინავებით აბრუნებენ.
არსებული ინფორმაციით, ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ასობით მიგრანტი უკვე გააძევეს ქვეყნიდან.
“თეთრი სახლის“ მიერ, მიგრანტებისთვის დაწესებული ახალი წესები მოიცავს:
1) ლტოლვილთა განსახლების დაპაუზებას განუსაზღვრელი ვადით
2) მიგრანტთა პროტოკოლების (MPP) აღდგენა, რომელიც ცნობილია ქვესახელით – “დარჩი მექსიკაში“ (Remain in Mexico). საზღვრის კედლის მშენებლობის გაგრძელებას და შესაბამისი ორგანოების პერსონალის სამხრეთ საზღვარზე განლაგებას.
3) ცვლილებებს შინაგან საქმეთა აღსრულებაში – გაფართოვდა პრიორიტეტები დეპორტაციის შესახებ
4) არის მცდელობა, შეჩერდეს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება, თუმცა ამის თაობაზე ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება, სასამართლოს მიერ შეჩერდა. კითხვა განაგრძეთ ბმულზე.