თბილისი მოლთან პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
დიდ შეკრებამდე, რომელიც დღეს თბილისი მოლთან არის დაანონსებული, რამენიმე საათი რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ქოლგები კანონსაწინააღმდეგოდ “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ არ გმოუცხადებია.
საპროტესტო აქცია დიღომში ზუსტად 16:00 საათზეა დაანონსებული. “ბოლომდე!” – ასე ჰქვია აქციას, რომელიც უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე პოლიტ პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან უამრავი ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ასევე გუშინ პოლიციამ არერთი აქტივისტის სახლში ჩაატარა ჩხრეკა, მოქალაქეები არ შინდებიან და ამბობენ, რომ ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით არალეგიტიმური ხელისუფლება მათ ხმას ვერ ჩაახშობს.