ზამირ კვეკვესკირის შვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც 44 წლის კაცმა დევნილთა უზრუნველყოფის სააგენტოსთან თავის დაწვა გადაწყვიტა. გარდაცვლილი კაცის შვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინას ითხოვდნენ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდათ. მისი თქმით, ზამირს ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, რის გამოც ვერ მუშაობდა და ამიტომ, საბოლოოდ, ყურადღების მისაქცევად, პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
“არავინ გვაქცევდა ყურადღებას. იყო გაჭირვებულად, ფეხი ჰქონდა გაშეშებული. ფეხის ოპერაცია გაიკეთა 6-ჯერ თბილისში. ბოლოს, გერმანიაში რომ გავუშვით, გერმინიიდანაც გამოუშვეს გაშეშებული ფეხით და აქ კიდევ არ გაუკეთეს ეგ ოპერაცია. არ არისო აქ ის ტექნიკები, რომ გავაკეთოთ ოპერაციაო. მთელი 4 წელი იწვალა, ბოლოს ეს გადაწყვიტა. არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვსო, არც არაფრის გაკეთება შემიძლიაო და ეს გადაწყვიტა. 13 წელია აქ ვართ და ისე კიდევ რამდენი ხანია ბინას ვითხოვთ. განცხადება ის არის, რომ თქვენ ხართ ქულებში, ხართ სიაში და თქვენ მოგცემენ ბინას, მაგრამ როდის და სად არავინ იცოდა, – ამბობს გარდაცვლილი კაცის შვილი.
კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ ბენზინი გადაისხა, გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 5 დღის განმავლობაში იბრძოდნენ.
წყარო:tv.pirveli