Saturday, June 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბიჭებმა მითხრეს, რომ დაცვის პოლიციის ჯიხური ცარიელი იყო…”- რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

February 1, 2025
“ბიჭებმა მითხრეს, რომ დაცვის პოლიციის ჯიხური ცარიელი იყო…”- რიყის პარკში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

დღეს საქართველომ მეათეკლასელი “იოსკა” მიწას მიაბარა.

სოსო ადეიშვილი შაბათს საღამოს, მუსიკის გაკვეთილიდან სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა, როდესაცრიყის პარკში, დოქების შენობასთან ,ღია თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა.

შვილმკვდარი დედა თვითონ დაეძებს ადგილს, რომელმაც მისი შვილი იმსხვერპლა და ეძებს პასუხებს კითხვებზე – ვის დაუდევრობას ემსხვერპლა 16 წლის მოზარდი, თუმცა პასუხს ვერავინ სცმეს.

16 წლის შვილის გარდაცვალება ირინა ოროლოვას გამომძიებელმა შეატყობინა – ქალი “შაბათის ეთერთან” ყვება, რომ სკოლის მოსწავლეს მთელი საღამო ეძებდა, ტელეფონზე რეკავდა, მაგრამ ის არ პასუხობდა.

დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, იოსკას იმ დღეს გლდანიდან ავლაბარში წასვლის უფლებას არ მისცემდა. ან ყველგან თან გაყვებოდა და დაიცავდა. თავის დაცვა რომ უკეთ შეძლებოდა ბავშვობაში იოსკა მშობლებმა კარატეზე შეიყვანეს, მაგრამ ბიჭს საბრძოლო ხელოვნებაზე მეტად მუსიკა აინტერესებდა. ჯერ ფორტეფიანოთი დაიწყო, შემდეგ კი ელექტრონული მუსიკის შექმნა ისწავლა.

დედამ დღესაც არ იცის, ვინ დარეკა 112-ში, არ იცის ოფიციალური ვერსია, სად იპოვეს შვილის ცხედარი. იცის მხოლოდ ის, რაც ტრაგიკულად დაღუპული ვაჟის უახლოესმა მეგობრებმა უთხრეს.

არასწრულოვანი ბავშვები ახლა უმძიმეს მდგომარეობაში არიან. მოზარდებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, რადგან ყველამ სიკვდილს თვალებში ჩახედა. ირკვევა, რომ ერთ-ერთს ეგონა, რომ თავადაც გადაყვებოდა იოსკას. რადგან ტალახის მასაში ჩაძირულ მეგობარს სულ უფრო მეტი ენერგია მიჰქონდა

ტრაგედიის ადგილი პარკის ავტოსადგომიდან რამდენიმე მეტრშია. იქვეა ტურისტული ავატობუსების გაჩერება. დაღუპული ბავშის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პანიკაში მყოფმა არასწრულოვნებმა დახმარება ავტობუსის მძღოლებსაც სთხოვეს.

თბილისის ცენტრში მდებარე პარკის ნაწილი ყვითელი და წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, მაგრამ ადგილი, საიდანაც სავარაუდოდ, მეათეკლასელი იოსკა გადავარდა, დღესაც არასათანადოდაა დაცული. აქ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. საპარკინგე სივრცის დროებით სახურავს ფიცრები ადევს, თუნუქის ფურცლები ერთი ქვით არის დამაგრებული.

სად იყო დაცვა იმ დროს, როცა მეათეკლასელი ბიჭი სიკვდილს თვალებში უყურებდა, დედა ამბობს რომ ბავშვებმა ჯიხური ცარიელი ნახეს.

“საერთოდ კამერები ამ ტერიტორიას აქვს, თუ არ აქვს, მაინტერესებს. ბიჭებმა მითხრეს, რომ დაცვის პოლიციის ჯიხური მდებარეობდა, მაგრამ არავინ არ იყო შიგნით. ცარიელი იყო ჯიხური”- ამბობს დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლა ძიება თვითმკვლეობამდე მიყვანის მუხლით აქვს დაწყებული. შვილმკვდარი ქალი ვერ იგებს ეს მუხლი მისი შვილის სიკვდილთან რა კავშირშია, რადგან სულ მცირე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მუხლით უნდა იყოს დაწყებული.

წყარო:tv.pirveli

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოკუპირებულ სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – რა მოხდა ადგილზე?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • ავარია წერეთელზე – მსუბუქი ავტომობილი დასუფთავების სამსახურის მანქანას დაეჯახა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge