“შაბათის ეთერმა” მოიპოვა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერილი შეწყალების აქტი – სიაში გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათლული იპოვეს.
მიხეილ ყაველაშვილმა დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა ვაჟა გენგაშვილსაც, რომელიც იარაღის უკანონო ტარების მუხლით 2022 წლის 6 ივნისს დააკავეს. გენგაშვილს პატარძეულში სასტიკად მოკლული 41 წლის ზურა კოვალენკოს ოჯახი, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ადანაშაულებდა. თუმცა ის სულ სხვა მუხლით დააკავეს. ოჯახი გენგაშვილის მფარველობაში სანქცირებული გომელაურის სანქცირებულ მოადგილეს შალვა ბედოიძეს ადანაშაულებს.
შაბათის ეთერმა, პატარძეულის ძველ ვაგონში საქმის გარჩევის შესახებ ყველა დეტალი ჯერ კიდევ 2022 წელს მოიკვლია. საქმის მთავარი მოწმეები რომლებიც შემდეგ დააშინეს ყვებოდნენ როგორ წაიყვანა საგარეჯოდან გენგაშვილმა კოვალენკო საქმის გასარჩევად. 13 ტყვიით სასტიკად მოკლული ახალგაზრდა კაცის საქმეზე გამოძიებას არავინ დაუკავებია. ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაფერი შალვა ბედოიძის მფარველობის გამო ხდება. დუმს გენგაშვილის მეუღლე მაია ბურდულიც.
ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორისაა “ქართული ოცნების” აქტივისტის შვილიც – მარნეულში, საზღვრისპირა სოფელი თაზაქენდში ახვერდი პალანგაროვი უკვე დაბრუნდა.
მამას ქართული ოცნების აგიტატორობა დაუფასდა. 67 წლის მამა დღედაღამ მუშაობდა იმისათვის რომ სოფელში ქართულ ოცნებას გაემარჯვა.
ამასთან ირკვევა ისიც, რომ შეიწყალეს არა მხოლოდ ისინი, ვინც შეწყალება მოითხოვა, არამედ ისინიც, ვისაც თავად ციხეების სოციალურ სამსახურში 17 იანვარს ხელი მოაწერინეს გამზადებულ აქტზე. ასეთია ამილს სადიკოვი სოფელ ფონიჭალიდან. ქართულად არც წერს, არც კითხულობს და ხელს რაზე აწერდა ისიც არ იცოდა.
ქართული ოცნების რჩეულ პატიმართა შორის მოხვდა აგილ მამედოვიც. 2 თვე ჰქონდა დარჩენილი სასჯელის სრულად მოხდამდე და 17 იანვარს ციხის ადმინისტრაციამ შეწყალების ოქმზე ხელი მოაწერინა. აგილი ამბობს რომ აქტს ხელი ყველა პატიმარმა მოაწერა 17 დაწესებულებიდან.
ადმინისტრაციაში ყველა დოკუმენტი ციხეებიდან 17 იანვარს გადაიგზავნა. თუ დავეყრდნობით პატიმრების მონათხრობს განცხადებებზეც ხელის მოწერა დაჩქარებულად,საპატიმროების ადმინისტრაციის მოთხოვნით ხდება. იქიდან გამომდინარე რომ ათასობით საქმეს 2 დღის განმავლობაში ვერავინ შეისწავლიდა, ამ მოკლე ექსპერიმენტითაც დგინდება რომ შეიწყალეს ისინი ვისი სახელები და გვარებიც წინასწარ იცოდნენ.
ვრცლად, ნახეთ, თამტა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში.
წყარო:tv.pirveli