ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემაში „ფარულ კონვერტი“ ერთ-ერთ პანაშვიდზე ყოფნის მისტიკური ისტორია გაიხსენა.
როორც ჯაჯანიძე ამბობს, მან მიცვალებული ჭირისუფლის სკამზე მჯდომი იხილა. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამ ამბის შემდეგ პანაშვიდებსა და დაკრძალვებზე აღარ დადის.
„პატარა ვიყავი, ერთ-ერთი პანაშვიდის დროს შევედი და ადამიანი, რომელიც მიცვალებული იყო, ჭირისუფალში იჯდა. გეტყვი, როგორი მიწიერი და რეალისტი ვარ – ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა, ან ჰგავდა, ყველაფერი ვიფიქრე… მე ორი ცხოვრებით ვცხოვრობ, ერთი მყარად მიწაზე, მეორე ზემოთ. მივხვდი, რომ არა. თვალიერება დავიწყე, სკამი ცარიელი იყო, უცბად იჯდა, მერე ისევ ცარიელი, იჯდა – აღარ იჯდა და თავს მიქნევდა. მას შემდეგ მე გასვენებაში, პანაშვიდზე არ ვყოფილვარ“, – ამბობს გია ჯაჯანიძე ია ფარულავასთან ინტერვიუში.