ახლახან ცნობილი ქართველი ექიმი, გაიანე სიმონია გარდაიცვალა – ინფორმაციას ექიმი ირაკლი კოხრეიძე ავრცელებს.
“პროფესორი გაიანე სიმონია!
უმძიმესი დანაკლისი სამედიცინო საზოგადოებისთვის! ოჯახისთვის! მეგობრებისთვის! კოლეგებისთვის! მისი მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის! ყველა ჩვენთაგანისთვის!
გაანათლოს მისი სული უფალმა!
RIP dear Professor!!!”
გაიანე სიმონიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.
1977-1978წწ. გაიარა ინტერნატურის კურსი; 1978-1980წწ. იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1980-1986წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1986–1993წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2004).
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ვოლუმორეგულაციის თავისებურებები და ნატრიურეზუალი ფაქტორების მნიშვნელობა გულის ქრონიკული უკმარისობის დროს”, დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – “შეშუპების სინდრომის ჰუმორული მექანიზმები გულის ქრონიკული უკმარისობის დროს”, დაიცვა 1993 წელს.