Saturday, June 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

February 1, 2025
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

“გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის… ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, ან დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!” – ამის შესახებ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.

“ე.წ. დახმარება შეიძლება შეუჩერონ მაგრამ, რა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას ამ გრანტებისგან, გაზულუქებული ენჯეოშნიკების მეტი? »
ეს კითხვა, რომელსაც ავრცელებენ მესეჯბოქსებით, ავლენს მის ავტორებისგან არა მხოლოდ უვიცობას, არამედ უმადურობას და მომავალზე დაუფიქრებლობას.
მომავალი თაობის თავისუფლებაზე რომ არ ფიქრობთ და დიქტატურას უმზადებთ ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ მათ მომავალ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობაზე და განვითარებაზეც ხელს რომ იღებთ თქვენი დღევანდელი კეთილდღეობის გულისთვის, ამაზე რა პასუხია?
არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას , შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას, ან პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, ან სოფლმეურნეობის განვითარებას, არც … არც …
მიკვირს კი ამ თვით გამოცხადებულ პატრიოტების ასეთი აღტაცება ამ არაბეთის ახალ ზღაპრით და სასწაულ გარიგებით- როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა, ქვეყნის ინტერესენის ასე გაფლანგვა, მასიურად უცხოელების არა სტუმრად არამედ მდგმურად და ხვალ პატრონად შემოყვანა (აბა სხვა ვინ იცხოვრებს ან უკვე ცხოვრობს ამ 2000/3000 $ კმ იან ბათუმის და თბილისოს ცათაბჯენებში?) როდისღა გვიხაროდა ასე სახელმწიფოს დაცემა, უხერხემლო არსებად ქცევა ?
გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის როგორც უნდათ წარმოგვიდგინონ გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება ნაც-ქოცების შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი ინტერესები, და დავემონოთ ერთსულოვან მეზობელს და იმათ ვისაც ეს ერთი პატრონი შემოუშვებს რათა ქართული სული, ენერგია და ჟინი ვერ აღდგეს!
ან დავუდგეთ. წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზისგან განვთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!” – წერს ზურაბიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია წერეთელზე – მსუბუქი ავტომობილი დასუფთავების სამსახურის მანქანას დაეჯახა
  • “ამ ფოტოზე თელ–ავივია… ეს უკვე ნამდვილი ომია”- რას წერს პოლიტოლოგი
  • “მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა” – რა ხდება ისრაელში ამ წუთებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge