ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ “ფორმულა” დატოვა, ტელეკომპანიაში ბრუნდება. ამის შესახებ ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემთვის რთული დილემა პროფესიის სასარგებლოდ გადავჭერი, რუსულ რეჟიმთან ბრძოლაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია. ჩემს სანდო და საიმედო კოლეგასთან Guram Rogava Rogowskiთან ერთად ვბრუნდები “ფორმულაზე” – წერს ჯარიაშვილი.
ერთი თვის წინ დაწერილ პოსტში ჯარიაშვილი წერდა, რომ ტელეკომპანია მოულოდნელად დატოვა.
“ჩემთვის სამწუხაროდ და ამავე დროს მოულოდნელად, ჩემი და “ფორმულას” გზები გაიყო.
რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვრჩები ბოლომდე.წარმატებას და გაძლიერებას ვუსურვებ თავისუფალ მედიას და განსაკუთრებით ფორმულას ჟურნალისტებს! შევხვდებით რუსთაველზე!” – წერდა ჯარიაშვილი.