Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რა შემთხვევაში შეიძლება დაასანქციროს დიდმა ბრიტანეთმა ბიძინა ივანიშვილი?

January 31, 2025
რა შემთხვევაში შეიძლება დაასანქციროს დიდმა ბრიტანეთმა ბიძინა ივანიშვილი?

გაერთიანებულის სამეფოს ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა მაიკ ჯერმანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების თემაზე ისაუბრა.

ჯერმანის თქმით, თუ ბრიტანეთის მთავრობაში დაასკვნიან, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქების კატეგორიაში ჯდება, მისი ფინანსური აქტივები გაიყინება.

„ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული.

ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას, კერძოდ კი ევროპის მინისტრს გავუგზავნეთ – და თავად მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ წერილი მიღებული აქვს.

რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობამ მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები. თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით, „მაცივარში შედებენ“ და ეტყვიან, რომ ამ ქონებას ვერ გამოიყენებს, სანამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება არ გამოსწორდება“, – განაცხადა ჯერმანმა.

შეგახსენებთ, 13 იანვარს თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა. დოკუმენტს ამ დრომდე 20 ხელმოწერა აქვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხანძარი იაღლუჯის ფერდზე – რა ვითარებაა ადგილზე
  • მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიდის
  • 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმე – ექსპერტი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge