“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აქციაზე დაკავებულ კიდევ ერთ მოქალაქესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ხოშტარია წერს, ნაოპერაციებ დავით ლომიძეს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა და ახლა ის ვეღარ გადაადგილდება.
“კიდევ ერთი საგანგაშო ამბავი, რომელიც ამდენ სხვადასხვა პრობლემაში შედარებით ჩაიკარგა.
პატიმრის ოჯახის თანხმობით ვწერ
დეკემბერში საპროტესტო აქციაზე დააკავეს დავით ლომიძე, რომელსაც მოძალადე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებამდე მას ხერხემალზე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული, რომელიც ცემის შედეგად გაურთულდა.
დაახლოებით ერთ კვირაში დაეწყო ფეხის ტკივილი, ამის შემდეგ უკვე ორი კვირაა ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, ვერ დგება საწოლიდან. ეს არის წამება, წამების მორიგი შემთხვევა!
სასწრაფოდ ესაჭიროება კლინიკაში გადაყვანა, გამოკვლევები და მკურნალობა!
დიპკორპუსთან კომუნიკაცია არის, შიგნიდან წნეხია გასაზრდელი
PS საკონტაქტო თუ არ გაქვთ მე მოგცემთ”- წერს ელენე ხოშტარია.
დავით ლომიძე ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფება. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება.