Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან იოსელიანი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

January 30, 2025
რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან იოსელიანი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი უკვე კარგა ხანია, ძალიან ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს მზია ამაღლობელის საქმეზე. ჩვენ 7-ჯერ ვიყავით მასთან შესულები და ყველა ინფორმაციას, რასაც ვიღებთ პენიტენციური დაწესებულებიდან, ვუზიარებთ მის წარმომადგენლებს. დღევანდელი შეხვედრაც ეხებოდა სწორედ ამას. მათ აინტერესებდათ ჩვენ მანდატის ფარგლებში რა შეგვიძლია დამატებით გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მალე მოხდეს ინფორმაციის გაზიარება. ჩვენი მხრიდან განვმარტეთ და გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ ყველა ინფორმაცია იქნება გაზიარებული და ყველა ძალისხმევა გატარებული, რომ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვებთან დაკავშირებით პასუხები ამომწურავად იქნეს გაცემული.

არცერთი შემთხვევა არ ყოფილა არამარტო ქალბატონი მზიას, არამედ ზოგადად მსჯავრდებულების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოგვმართეს და უყურადღებოდ დავტოვეთ რომელიმე მსჯავრდებული ან ბრალდებული. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც სახალხო დამცველი, მისი აპარატი, მისი მიდგომა არის თანმიმდევრული. ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, არის საჯარო და ვუზიარებთ, მხარეებს. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური და ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ მხარეს ვაწვდით ინფორმაციას და ამას არ ვასაჯაროებთ…

შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ინფორმაცია რაც გვაქვს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ, ამას გავუზიარებთ მოთხოვნის შემთხვევაში მხარეებს და შემდეგ უკვე ექიმებმა და დარგის სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის ნორმალური, რა არ არის ნორმალური, რა დამატებითი კვლევები იქნება მოთხოვნილი და ა.შ ეს არაა ის საკითხი, რაზეც მე რამე სამედიცინო ცოდნა მაქვს.

ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მზია ამაღლობელთან შესვლა და ნებისმიერ დროს, როცა იქნება ამის აუცილებლობა, მხარეს ექნება მოთხოვნა, რომ ჩვენი ჩართულობა არის აუცილებელი, შევალთ. კვირის განმავლობაში ადვოკატები შედიან და ნახულობენ მას. ჩვენ თავი არასდროს შეგვიკავებია, მე პირადად ვიყავი მასთან შესული მისი მონახულების მიზნით. ვუსურვებ ჯანმრთელობას და ვუსურვებ, რომ მალე დატოვოს საპატიმრო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მხარეებისთვის“, – აღნიშნა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, მე-19 დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს
  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge