13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა..
ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება.
“13 სექტემბრიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება,” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იყო შეჩერებული.
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.