ვაშინგტონის რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა.
თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
CBS-ის ცნობით, წყლიდან მყვინთავებმა 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავი ვიჩიტადან კანზასში მოდიოდა. ხოლო Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენზე არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
რონალდ რეიგანის ეროვნულ აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, მათ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.
წყარო: dailymail.co.uk