Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს?

January 30, 2025
რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს?

რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს? – მოსალოდნელი პროცესების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ევროსაბჭოს დატოვებას საქართველოსთვის ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.

ქვეყანას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გასვლა. რადგან:

ევროპის საბჭოს ყოველი წევრი ქვეყანა ავტომატურად არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, რომლის დაცვის მექანიზმიც არის სტრასბურგის სასამართლო.

ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები, იურიდიული პირები და თვით სახელმწიფო – დავკარგავთ უფლებას, საჩივრით მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს.

ევროსაბჭოდან გასვლის შემთხვევაში სახელმწიფოს (საქართველო) აღარ აქვს ვალდებულება, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ჩვენ აღმოვჩნდებით პოლიტიკურ იზოლაციაში, რადგან:

ევროპის საბჭო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპული თანამშრომლობისთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში.

გასვლა განიხილება, როგორც დისტანცირება ევროპული ღირებულებებისგან, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმის ოფიციალურ აღიარებას.

ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ეს უკანასკნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას.

ექნება ნეგატიური ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები, რადგან:

ევროპის საბჭოს წევრობა რეპუტაციულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში.

გამოსვლა კი შეაჩერებს ინვესტიციებს, რადგან ეს ჩაითვლება პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნად.

საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიური ზეგავლენას მოახდენს, რადგან:

ევროსაბჭო, ჯერჯერობით, მხოლოდ ბელორუსმა და რუსეთმა დატოვა.

თუ საქართველო ორგანიზაციას დატოვებს, ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ ისიც შორდება ევროპულ ინსტიტუტებს და რუსეთის მსგავსად ავტორიტარიზმის გზას ირჩევს”. – წერს ანა ფირცხალაიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს, PACE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ უახლოეს თვეებში ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge