Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პარტიის მომღერლის აბუჩად აგდებას ხო არ “შემარჩენდნენ”?!” – მოქალაქე წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

January 30, 2025
“პარტიის მომღერლის აბუჩად აგდებას ხო არ “შემარჩენდნენ”?!” –  მოქალაქე წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომელი, ნინო ხაზალაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ხაზალაშვილი აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება ერთ-ერთი პოსტის “დაჰაჰავებას” უკავშირდება.

“ბევრად უარესები ხდება ქვეყანაში, მაგრამ რადგანაც ამბავი ჯერ კიდევ დუღს, დავაკონკრეტებ – დიახ თანამოქალაქენო, გამათავისუფლეს, ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. მიზეზი ვერ დამისახელეს. რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდნენ, რომ თურმე პოსტი დამიჰაჰავებია. მინდა გითხრათ, ნამდვილად არ იყო შემთხვევითი.

კვირების განმავლობაში შეგნებულად გამოვხატავდი რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან (!) დაკავშირებულ პოსტებზე და ველოდი როდის მომადგებოდნენ. მეტი არანაირი აქტივობა არ მქონია. არც, სტატუსი დამიწერია, არც კომენტარი, არც გამიზიარებია რამე. შეგნებულად არ მინდოდა დამატებითი მიზეზის მიცემა. ბედის ირონიით ყველაზე უწყინარი პოსტის დაჰაჰავებით შეწუხდნენ. არანაირ კავშირში სისტემასთან, პოლიტიკასთან, კრიტიკასთან… მაგრამ, აბა, პარტიის მომღერლის აბუჩად აგდებას ხო არ “შემარჩენდნენ”?! თან, რო არც მოვინანიე. ნწ! ნწ! მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ვემზადებოდი, მაინც არ მეჯერა პოსტის მოწონება/არმოწონების გამო თუ გამიშვებდნენ სამსახურიდან. წარბიც არ შეუხრიათ! გავაფორმეთ ერთთვიანი ხელშეკრულება და ოფიციალურად იანვრის ბოლოდან თავისუფალი ვარ.

გული მწყდება, როგორ არ მწყდება. მთელი გული და სული ჩავდე ამ მუნიციპალურ ა(ა)იპში, DMO-დ რომ ქცეულიყო. რომ ვთქვა ძალისხმევა მენანება მეთქი, არც მენანება. განა 5 წლის წინ არ ვიცოდი სად მივდიოდი? მაგრამ მე ასე მწამს, ასე გამზარდეს, სანამ იმედის ნატამალი დაგვრჩენია და ძალა შეგვწევს, ყველამ ჩვენი წილი აგური უნდა დავდოთ ქვეყნის მშენებლობაში. ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია. დაგვინგრევენ? ავაშენებთ. ასე მოვსულვართ, ასე გავაგრძელებთ. რიგითი ხორცის ნაჭერი ნამდვილად ვერ გავხდები ჩემს სამშობლოში. სხვებსაც გირჩევთ, თუმცა ვერავის დაგაძალებთ. ვიცი, ძალიან ბევრი განიცდით ამ ამბავს, ნაწილი გამოხატავს, ნაწილი თავს შეიკავებს. ჩემზე ნუ იღელვებთ, არ დავიკარგები. მთავარია, ჩვენი ლამაზი ქვეყანა დავალაგო”, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge