გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 30 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის (ნაწილობრივ), მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის, გრიგოლ აფშინაშვილის, მიხეილ აბრამიშვილის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის და მეგობრობის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.