შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რიყის პარკში მეათე კლასის მოსწავლე თხრილში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.
„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მე-10 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.