ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„არასწორია საკითხის ასე დაყენება, რომ მზია ამაღლობელმა სილა გააწნა პოლიციელს. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა დამნაშავეს, რომელმაც ის ჯერ სხვა უდანაშაულო პირებთან ერთად უკანონოდ დააკავა და დაკავების დროს მათ თვალწინ სასტიკად იძალადა დაკავებულებზე“, – წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, მე-17 დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
