ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე დღეს, 27 იანვარს, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდშია.
ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში დაბინძურება ფიქსირდება მარშალ გელოვანის გამზირი №34 -ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 60.57 მკგ/მ3. წერეთლის გამზირი №105-ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 57.57მკგ/მ3, ყაზბეგის გამზირი ვასო გოძიაშვილის ბაღთან PM2.5-ს მაჩვენებელი 54.37მკგ/მ3, აღმაშენებლის გამზ., №73ა -ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 90.82 მკგ/მ3. PM10-ის მაჩვენებელი 113.02მკგ/მ3. ვარკეთილი 3, I მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია PM2.5-ს მაჩვენებელი 58.59მკგ/მ3.
რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 86.80მკგ/მ3 , PM10-ის მაჩვენებელი 126.36მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 110.65 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 155.98 მკგ/მ3.
დაბიძურებაა თელავში, კვირიკე დიდის ქ №43-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 69.41მკგ/მ3.
ზუგდიდში რუსთაველის ქ №192-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 60.70 მკგ/მ3.