ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის სხვენზე ხანძარი გაჩნდა- ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
შემთხვევა “ტორპედოს” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ამ წუთებში ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
