“რთული იყო მოგვეძებნა ფორმა, რომ ჩვენი მანიფესტი მაყურებლისთვის სწორად მიმართული ყოფილიყო… ჩვენ გვწამს და გვჯერა ჩვენი მაყურებლის და მინდა, მადლობა გადავუხადო… ბოლო პერიოდში მათგან საოცარი გვერდში დგომა ვიგრძენით. მართლა განსაკუთრებულები არიან და რომ არა ისინი, 23 იანვრის საღამო ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო” – გვეუბნება ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის” მსახიობი ანა ქურთუბაძე.
ის “ახალმა თეატრის” მიერ წარმოდგენილ მანიფესტზე გვესაუბრა, ასევე კოლეგა, ანდრო ჭიჭინაძეზე და შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომლის პირისპირაც ყველა ერთად აღმოვჩნდით.
ანა ქურთუბაძე:
– მანიფესტზე მუშაობისას, ფორმას, დოისთან ერთად ვეძებდით და ერთობლივი ნამუშევარი ასე წარმოვადგინეთ. ვფიქრობდით იმაზეც, გამომსვლელთა სიტყვებს მაყურებელში აგრესია არ გამოეწვია, ან არასწორად არ ყოფილიყო აღქმული. მოკლედ, ბეწვის ხიზე იყო გასავლელი… თან ძალიან ვღელავდით. რამდენი სპექტაკლი გვითამაშია, მაგრამ ყველა ერთად აღვნიშნავდით, რომ ეს ღელვა არ ჰყავდა პრემიერის წინ, ან სპექტაკლის წინ ღელვას, რაღაც სხვანაირი იყო, უცნაური…
