თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსიდან მსვლელობით დაძრული სტუდენტები და ლექტორები პირველ გაჩერებასთან მივიდნენ – პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები “POSTV”-ის შენობასთან ბანერებით ხელში დგანან.
“გააშუქე სიმართლე, ძირს პროპაგანდისტული მედია” – ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ ადგილზე მიტანილი ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ, რომ სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ობიექტურად გააშუქონ.
“POSTV”-ის შენობის კარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამაგრებენ. სამართალდამცველები ევროპული მომავლის სადარაჯოზე მყოფი მოქალაქეების წინ, შენობის მთავარ შესასვლელთან დგანან.
ადგილზე ისმის შეძახილებიც – “მონებო”.
“POSTV”-ს შემდეგ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი ადამიანები “იმედისა” და “პირველი არხის” შენობასთან გადაინაცვლებენ. საბოლოო დანიშნულება კი პარლამენტი იქნება.
