Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოში წევრების არჩევის პროცედურა ფარულად ჩატარდა

January 25, 2025
გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოში  წევრების არჩევის პროცედურა ფარულად ჩატარდა

ენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცედურა ფარულად ჩატარდა – უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, კომისიამ კვლავ ის 4 პირი აირჩია, რომლებიც მოცემულ პოსტს 5 წელი იკავებდნენ- ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოში ამბობენ, რომ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციას მოცემული 4 პირისა და კომისიის წევრების გარდა არავინ ფლობდა, რაც მათი განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ კონკურსი, ფაქტობრივად, უკონკურენტოდ ჩატარდა.

ირკვევა, რომ კომისიის არჩეული წევრები გიორგი ძაგანია, გიორგი ჭიქაბერიძე, დიმიტრი ჯავახაძე და გიორგი ჯავახიშვილი არიან, რომლებიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, “ქართული ოცნების” უკანონო დავალებებს პირნათლად ასრულებენ.

“კონკურსი, რომელიც გამოაცხადეს ცესკოს წევრების შესარჩევად, ჩატარდა ფარულად. გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია არავის არ ჰქონია. კომისია შედგება ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც სამეზობლოშიც რთულად ცნობენ, არადა სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უნდა დაკომპლექტებულიყო. ზუსტად ის ოთხი ადამიანი, რომელიც ჩუმი კონკურსით წარედგინა, სხდომაზე პარლამენტს ასარჩევად წარედგინება”, – ამბობს ანა კობახიძე.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის, გიორგი სიორიძის ცნობით, ცესკომ არჩეული პირების მონაცემები პარლამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უკვე გაუგზავნა.

“ამ კონკურსში 4 პირის გარდა, არცერთ სხვა დაინტერესებულ პირს მონაწილეობა არ მიუღია. საკონკურსო კომისიამ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა ეს 4 პირი და უახლოეს პერიოდში ამ პირებს კვლავ 5 წლის ვადით აირჩევენ. ამ ოთხ პირს შორის არის გიორგი ჯავახიშვილი, ამ კლანის ხელმძღვანელი, ცესკოს მოქმედი მდივანი, ასევე ის პირები, რომლებიც ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ნებისმიერ უკანონო დავალებებს უპირობოდ შეასრულებენ”, – ამბობს გიორგი სიორიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge