ალერგოლოგ-იმუნულოგის ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, მომავალი, მხოლოდ შერეული ვაქცინაციის რეჟიმების ხელშია.
“ჯონსონის ვექტორულ ვაქცინას ერთჯერადი ინექციიდან 8 თვის შემდეგ წარმოუდგენლად გამძლე იმუნური პასუხი აღმოაჩნდა (მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები, ინტერფერონი-გამა, თ ლიმფოციტური რგოლი…).
კვლევაში შემოწმებული იქნა ვაქცინის მდგრადობა ყველა გავრცელებული კოვიდის ვარიანტის (ალფა, ბეტა, გამა, დელტა, კაპა, ეპსილონი) მიმართ.
პ.ს. ჩემი აზრით, მომავალი, მხოლოდ შერეული ვაქცინაციის რეჟიმების ხელშია!” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.