დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებიდან ყველასთვის ცნობილი პოლიტიკური განცხადებები ისმის.
მათ შორის არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების ხმა, ასევე ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ფრაზა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – რომელიც მან 1999 წელს, ევროსაბჭოში წარმოთქვა.
გადახდის აპარატიდან ისმის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ხმოსნების მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ნათქვამი უცენზურო ფრაზაც.
ზემოაღნიშნულ განცხადებებს თან ახლავს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
ვიდეო ვირუსულად მოედო ინტერნეტსივრცეს.