ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვარს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8627 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9821 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8750 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.8650 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9990 ლარად, გაყიდვა კი 2.9850 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8640 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8550 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9850 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9700 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.8800 ლარად, გაყიდვა კი – 2.8600 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0000 ლარად, გაყიდვას კი – 2.9800 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8750 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8400 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9950 ლარად, გაყიდვა კი 2.9500 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო:bpn.ge