Wednesday, August 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აღსარების დროს კალთაში ჩამისვა… მაკოცა და ეს მითხრა…”- მრევლი არქიმანდრიტს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

January 23, 2025
“აღსარების დროს კალთაში ჩამისვა… მაკოცა და ეს მითხრა…”- მრევლი არქიმანდრიტს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ საუბარია 5–ზე მეტ ადამიანზე – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რესპონდენტები ჰყვებიან, როგორ სთავაზობდა მოძღვარი, აღსარების ჩაბარების დროს, სექსუალურ ურთიერთობას. მათი განმარტებით, ბოლო შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა, ფაქტის გახმაურების შემდეგ, სასულიერო პირმა ქვეყანა დატოვა. რედაქცია ესაუბრა ნიკოლოზ გეწაძეს, მან თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ზარზმის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალურ ქსელში 3 იანვარს დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკოლოზ გეწაძეს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, მღვდელმსახურება შეუჩერეს.

არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით, იგი ფაქტს უარყოფს: „არ მცალია. ყველაფერს ნუ დაიჯერებთ“, – გვითხრა მან.

ამბის გადამოწმება ვცადეთ საპატრიარქოს პრესსამსახურთან, სამკვირიანი ლოდინის შემდეგ მოგვწერეს, რომ კომენტარისთვის ადგილობრივი ეპარქიისთვის უნდა მიგვემართა. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის ხელომძღვანელი, მეუფე თეოდორე კი ამბობს, რომ „ეს შიდა საეკლესიო საკითხია, რომელზეც არ ისაუბრებს“.

სამივე გოგონა 30 წლამდეა. ამბობენ, რომ ფაქტის გახმაურების შემდეგ, მათზე მრევლის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

ნინო – ფეხზე რომ ავდექი უკანალზე შემეხო

ნინო (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ შემთხვევა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხდა, სასულიერო პირის კელიაში. თვეების განმავლობაში ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა, ამბობს, რომ გახსენება დღემდე უჭირს.

მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუზე დაგვთანხმდა, შევთავაზეთ პირისპირ შეხვედრა, თუმცა უარი განაცხადა. თქვა, რომ „ასე მისთვის უმჯობესია“.

„ორი წლიდან ვიცნობ მამა ნიკოლოზს. მისი სულიერი შვილი ვარ 6–7 წლიდან, უფრო სწორად ვიყავი. ეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხდა, მამაოს ჩავაბარე აღსარება იმაზე, რასაც მძიმე ცოდვად აღვიქვამდი. მოვუყევი და ტირილი დავიწყე, იფიქრა, რომ ამ ცოდვაზე „დამიჭირა“ და შეძლებდა ჩემზე მანიპულაციას. დაიწყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეუბნებოდა – ცოდვაში რომ მნახო რას გააკეთებ? ჯოჯოხეთში ჩამოგყვები.. ურთიერთობაში აბსოლუტურად ყველაფერს მოგცემ, ოღონდ ვიღაც „შალიკოში“ არ გამცვალოო. შენს გვერდით დავეცემიო. ფიზიკურადაც შემავიწროვა, მითხრა ფეხზე ავმდგარიყავი, როდესაც ავდექი, ტუჩებში მაკოცა და ხელით უკანალზე შემეხო“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალგაზრდა ქალი.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა” – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge