“მოკლედ ცხადია, რომ “ოცნებას” დასავლეთი არ აინტერესებს! აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ ასე ღიად და პირდაპირ აქამდე არ უთქვამთ! ისიც ცხადია, რომ: “ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება” არ ადარდებს “ქართველ ხალხს”. ხოდა, რა ვქნათ? ” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
აღნიშნულს ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გოგი გვახარია გამოეხმაურა:
“ვისაც გაქცევა უნდა წავიდეს, ბოვშვები გაუშვით აქედან. დანარჩენები კი გავუძლებთ. სადაც ბრეჟნევს გავუძელით, ამასაც გავუძლებთ. თან რუსული ვიცით და შიმშილისგან არ დავიხოცებით,” – დაწერა გვახარიამ პოსტის კომენტარებში.