Sunday, June 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უჩა აბაშიძე ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს

January 21, 2025
ბლოგერი უჩა აბაშიძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს

დაპატიმრებული სამხედრო ჟურნალისტი, უჩა აბაშიძე, სოციალური ქსელის საშუალებით, მორიგ წერილს ავრცელებს.

აბაშიძე გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართლოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს მიმართავს.

„კითხვები ირაკლი შაიმელაშვილთან:
მე რო გარეთ ვიყო, აუცილებლად ვეცდებოდი “ადამიანურ საუბარს“ ირაკლისთან. ვიცნობ, დაუსწრებლად, თავდაცვის სამინისტროდან. ისიც მიცნობს.
ბოლო 4 წელია, ირაკლი იყო უშუალოდ ჩვენი და კერძოდ ჩემი მეტოქე. ჩვენ ვფიქრობდით როგორ მოვერიოთ რუსების დავალებების შემსრულებელ გდდ-ს, და იქეთ მხრიდან – ირაკლი ფიქრობდა, როგორ მოგვრეოდა ჩვენ.
და თვითონაც აღიარებს, რო სრულიად ეგზისტენციალური ბრძოლა გვაქ – რუსების წინააღმდეგ. იმედია ხვდება, რო ეხლა არაა “საიდუმლოს შენახვის“ დრო, თუ საოცრება შევძელით და რუსული ავტორიტარიზმი დავამარცხეთ – გდდ მეტი აღარასდროს იქნება ის რაც ახლა არის, და თუ არა და გამოვა, რო ხელი შეუწყო მათ სიძლიერეს ჩვენს წინააღმდეგ.
ხოდა, ირაკლი – გაითვალისწინე, რო ჩვენი რიგები სავსეა აგენტებით (შენით იცი) და ამიტო არანაირ “დამალულ“ სტრატეგიებს აზრი არ აქვს – ბოლოს მაინც ჟონავს, პლიუს – ჩვენ მყარი პირამიდა და ხერხემალი არ გვაქ – ფარული ოპერაციები ვერ სრულდება. ამიტომ თუ რამეს გვირჩევ, ისეთი უნდა მოიფიქრო – რო ღიად ნათქვათი – ვერ “იჭედებოდეს“ მაინც ვერაფრით და მარტივი შესასრულებელი იყოს ნაირ-ნაირი მასების მიერ.
ანუ თუ რამე ჩვენს მიდგომებზე კრიტიკა გაქვს – დაფიქრდი ჩვენ რითი გვიწევს ბრძოლა და შენ რითი გიწევდა.
და ეხლა გაიაზრე რო შენ ხარ აქეთ და … პოკერს კი ვერ თამაშობ, ღია კარტებით ხარ. პასეანს შლი – როცა მეორე მხრიდან პოკერს გეთამაშებიან – და რაღაცნაირად უნდა ისეთი რამეები მოიფიქრო – მაინც მოუგო. შენ მაგითი ხარ ძვირფასი, შენ იცი რა ხდება იქით, თუ არ მოგვეხმარები, მოიგებს რუსეთი. U decide.
ხოდა, ირაკლი:
1. რატო გვშლით აქციებს საერთოდ? – რა არი ტრიგერი? – რა არ უნდა ვქნათ? – ავლაბრის მეტროს წინ რო ვქნათ ამხელავე აქცია – მაინც მოვა გდდ და შეგვიტევთ “ყუთებად“? – იმიტო, რო ჩვენ ვართ ქალებით და ბავშვებით – და აქციაზე, როცა ცნობილია რო “არ დაგვშლიან“ – ბევრად მეტი ხალხი მოდის. რა არ ვქნათ – რო გდდ არ ჩამოდგეს, მოკლედ.
2. რამდენი კაცია გდდ-ს რესურსი?
3. სხვა ქალაქებში პარალელური აქციები – რესურსის კლებაზე საგრძნობად მოქმედებს?
4. რამდენი დღე აქციების მერე – ვეღარ დგახართ ფეხზე?
5. ღამის რომლამდე უნდა ვიყოთ – მერე წავიდეთ და დილის როდიდან დავბრუნდეთ – რო თქვენ ავტობუსებში მოგიწიოთ “წაძინება“ – და ვერ დაისვენოთ? (იმიტო რო დილის 6-მდე ჩვენც ვიღლებით და მერე ბევრი მიდის დასაძინებლად და ძირითადად მერე გვიჭერთ … რაც ცალკე გაუგებარია – ვაფშე რაღატო? – მარა კაი)
6. უკან რო ვიხევთ და ბრძოლაში არ შემოვდივართ – თქვენ თვლით რო “მოიგეთ“? – თუ ხვდებით რო უაზრობას შვებით? (იმიტო რო პირველ რიგში – უაზროდ გვშლით, მიზანი რო არ იცით რა გაქვთ, როგორ წყვეტთ რო “მოიგეთ“?)
7. რუსებო/მონებოს ძახილს აზრი აქვს? – რის ძახილს/საუბარს აქვს აზრი?
8. მართალია რო ახალი ლოკაციის დაგეგმვა/ორგანიზებაზე – 24 საათი გჭირდებათ?
9. სად უფრო ძნელი დასაშლელია აქცია – გზაჯვარედინზე? – განიერ ქუჩაზე? – ბევრ დაგრეხილ ვიწრო ქუჩებში?
10. ვერასოდეს ვერ ვქენი, სანამ გარეთ ვიყავი, მარა რა მოხდება – გდდ-ს ავტობუსები და მანქანები რო ჩამოდგება თავისუფლებაზე – რო დავიძრათ და აქცია უცებ მანდ გადმოვიდეთ? – რამდენი ხნით აგრევთ?
11. ქვის მსროლელ შემოგზავნილ პროვოკატორებს რა ვუყოთ? – მე ვეცადე ჩემით დაჭერას, ვერ მოვიხელთე. მეორე გზაა – დიდ დისტანციას ვიჭერთ, რო ჩვენი ზურგს უკნიდან ვეღარ ისროლონ – მარა სხვა მინუსები აქვს მაგას.
12. ე.წ. “დაშავებული სამართალდამცველებიდან“ – სინამდვილეში რამდენია თქვენივე გაზით გაგუდული?
13. ფეირვერკები რას ცვლიდა? რატომ ერჩოდით?
14. ჩვენი გეგმების სწრაფი ცვლა კარგი იდეაა? – ჩვენ ასე დავასკვენით, რო მაგ დროს ქვედა დონის ოფიცრებს უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, ნეგატიური გადარჩევის გამო კომპეტენცია არ ყოფნით, ცდებიან და მერე ჩვენ ეს ტაქტიკური გამარჯვებები – სტრატეგიულ ნაბიჯებად გვიგროვდება.
15. რამე გზა არის სინდისი გავუღვიძოთ? – მამაო-ჩვენო რო წავიკითხოთ? – მღვდლები რო ჩადგნენ ჩვენს შორის? – რა ვქნათ რო დაზომბებიდან გამოვაცოცხლოთ?
16. კიდე რამე რჩევები? იდეები? –
მოგვეხმარე!!!
ჰიბრიდული ომია რუსებთან!
ამდენი წელი ემზადებოდი შენ და გვიწევს ომი ჩვენ.
Help!
Ucha Abashidze“, – წერს აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს დააკავეს – თბილისში ამ დროს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართებოდა.
მას და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, რომელიც ასევე დაკავებულია, პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება.

რაც შეეხება შაიშმელაშვილს, მან ზემოაღნიშნული თანამდებობა 4 დეკემბერს თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი, ოჯახთან ერთად საქართველოდან წავიდა.

ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, შაიშმელაშვილმა „ტვ პირველს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას ფიქრობს მოსახლეობა თვითმმართველობის არჩევნებზე – ISSA-ს კვლევა
  • იწვიმებს თუ არა დღეს? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • “ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge