„TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქცირების შემდეგ, კომპანია ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემაც, დააფუძნა. ხვედელიძე სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
მანამდე კომპანია დააარსა ივანიშვილისა და ხვედელიძის უფროსმა შვილმა – უტა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, – აღნიშნული იყო სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.