საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სოციალური ქსელით უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, კახა თილიძის დაკრძალვასთან დაკავშირებით პოსტი გაავრცელა
„დღეს საბოლოოდ ვემშვიდობებით საქართველოსა და უკრაინის გმირს, მტერთან ბრძოლაში დაცემულ ჩემს ახლო მეგობარს, კახა თილიძეს.
მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის დედას და მეუღლეს, ასევე შვილებს ანამარიასა და დანიელს, რომლის სამხედრო მფრინავად გახდომაზე ოცნებობდა.
კახა, ძალიან ნათელი და მაგარი ადამიანი დავკარგეთ“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
შეგახსენებთ, თილიძის დაღუპვის ცნობა 13 იანვარს გავრცელდა.