„თელასის“ ცნობით, დღეს, 21 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს, გამსახურდიას, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.