თურქეთში, ქალაქ სივასში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ, 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.