დაპატიმრებული სამხედრო ჟურნალისტი, უჩა აბაშიძე, სოციალური ქსელით ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.
„გრძელი საახალწლო პოსტი – ნაწ. 1
(ორი კვირის დაგვიანებით მოვიდა უჩას წერილები და ვკრეფ და ვდებ თანდათან)
საერთოდ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?
აქციაზე როცა ხართ – როგორი მუხტის, ერთობის და “ჩვენ ვინ უნდა მოგვერიოს“ გრძნობაა არა? – და მერე, მეორე დღეს, დილიდან – ისევ რაღაც ბრუნდება გაუგებრობის შეგრძნება – რო ეს ყველაფერი კაი, მაგრამ – ასე შეკრება-დაშლით – მოვიგებთ? არ გეუფლებათ რაღაც შინაგანი მღრღნელი ჭია – რო რას ვაკეთებთ საერთოდ და სად მივდივართ?
თუ არა – მშურს თქვენი, დახურეთ ეს სტატუსი – გასკრინეთ FB დალშე.
ვინც დარჩით – გპირდებით, რო ამ პოსტში იქნება პასუხები! – და არა უბრალოდ მსჯელობა ჰაერზე. ეს პასუხები – არის მხოლოდ მაგალითი, ერთ-ერთი ვარიანტი.
ხოდა, შინაარსობრივად, რა არის ეს ჩვენი აქციები და მარშები? – რასაა რო ვაკეთებთ ასე ბეჯითად?
სამხედრო აღლუმები!
ბრძოლის მხრივ, ჩვენი აქციები – არის სამხედრო აღლუმი.
სამხედრო აღლუმებმა – არა ერთი ომი აირიდა თავიდან, არა ერთი შეტაკება – აღარასდროს მოხდა სწორედ სამხედრო აღლუმის “ეფექტის“ გავლენით.
სამხედრო აღლუმის მიზანია – მტერს აჩვენოს რამდენი ვართ, რამდენ-ნაირი იარაღი გვაქ და როგორი ორგანიზება შეგვიძლია.
დიდმა სამხედრო აღლუმებმა, მაგალითად, დიდი ალბათობით, აგვარიდა ცივი ომის ცხელ ფაზაში გადასვლა – ყველა მხარე რწმუნდებოდა, რო მეორე მხარესთან ომი არ ღირს.
სამხედრო აღლუმია – ზელანდიური “ჰაკა“ – რომელმაც მათთან ბრძოლა უნდა გადაგაფიქრებიოს. სამხედრო აღლუმია “ხორუმი“ და საერთოდ – ქართული ცეკვა.
სამხედრო აღლუმის ფორმაა – დიდი სამხედრო წვრთნები – რამაც მტრებს უნდა აჩვენოს როგორი ორგანიზებულები და “მზა“ ვართ. და ასეთი წვრთნები – მილიონჯერ გამხდარა მაგიდასთან მიჯდომის მიზეზი – 1 ტყვიის გასროლის გარეშე.
სამხედრო აღლუმია – შეტაკების წინ, ველზე დაჯავშნული რაინდების გაშლა და ჯირითი. არა ერთი შეტაკება – მოლაპარაკებებით დაიწყო და დასრულდა – ამ ძალის დემონსტრირების გამო.
მაგრამ უნდა გესმოდეთ – სინამდვილეში, ჩვენი აქციები, არის მხოლოდ სამხედრო აღლუმი, ძალის დემონსტრირება – და არაფერი მეტი.
კი – ძალის დემონსტრირება და სამხედრო აღლუმი – მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც მას ატარებს – გიმაგრებს გულს, გავარჯიშებს ორგანიზებაში.
მარა მოწინააღმდეგე – მაგიდასთან დაჯდომაზე უარზეა – რა ვქნათ?
(გაგრძელება შემდეგ პოსტში ) “, – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს დააკავეს – თბილისში ამ დროს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართებოდა.
მას და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, რომელიც ასევე დაკავებულია, პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება.