სამართალდამცავებმა თემქის პოლიციასთან რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავა.
სარაჯიშვილის გამზირიდან საპროტესტო მსვლელობით თემქის პოლიციის შენობასთან მისული სულ მცირე 3 მოქალაქე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავეს – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
როგორც დემონსტრანტები ამბობენ, რომ ევროპული მომავლის მცველებს ხელბორკილები პირბადის ტარების გამო დაადეს.
“ვიდექით, ვაპროტესტებდით უბრალოდ ჩვენთვის. მშვიდობიანად, როგორც ყოველთვის. მოგვარდა ეს ხალხი, არ ვიცი სად გაიზარდნენ. რა ჯანდაბა გჭირთ ხალხო, თქვენი იმედი, როგორ უნდა გვქვონდეს?
დააკავეს ხალხი. შეიყვანეს ჩვენი მეგობრები, გოგოები, ბიჭები, არ ვიცი რამდენი. დაუმორჩილებლობა ამ რეჟიმის, ეს არის უსამართლობა. პირბადეების გამო დააკავეს ადამიანები. ამ სიცივეში რომ რაღაცა მეკეთოს, ამისთვის უნდა დააკავონ ადამიანი?!განუკითხაობაში ვცხოვრობთ”, – ამბობს მსვლელობის მონაწილე.
საქართველოში პროტესტის 52-ე დღეს საპროტესტო აქცია მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მიმდინარეობდა – თავდაპირველად, დემონსტრანტებმა მსვლელობით გურამიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი თემქის პოლიციასთან მივიდნენ.
“უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეთ” – ამ შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ ევროპული მომავლის მცველებს ადგილზე მიტანილი, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ.