ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას ეხმაურება და “ქართული ოცნების” კურსს აფასებს.
“სამწუხაროდ, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება სულ უფრო და უფრო სტერიული ხდება, როგორც შიდა პოლიტიკურ განზომილებაში ისე სართაშორისო გაგებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ დავოსის ფორუმზეც კი არ მიუღიათ მიწვევა. დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის ადგილი, სადაც პოლიტიკური კლასის გარდა, ბიზნესმენებიც იკრიბებიან , რაღაც თანხის სანაცვლოდ, ბუნებრივია, მათ შორის საეჭვო რეპუტაციის ხალხიც კი, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კრიტერიუმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს დღეის მდგომარეობით “ქართული ოცნება”, რაც დამეთანხმებით ძალიან სევდიანი ისტორიაა”- ამბობს გია ხუხაშვილი.