ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გოგი გვახარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ჩემი აზრით, ყველა ბილბორდზე ბატონი ბიძინას სურათი უნდა გამოეფინათ. ერთხელ ხო ქნეს ასე? “თქვენი ხმა სალომე ზურაბიშვილსო!” მოგვიწოდებდნენ და ბილბორდზე ბატონი ბიძინა გამოსახეს
ამ ტრიუკს ალბათ 2024 წლისთვის ინახავენ, ” – წერს გვახარია სოციალურ ქსელში.
მმართველი გუნდი ბოლო დღეებში ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოკრული სარეკლამო ბილბორდების სიმრავლის გამო. ფოტოები “ფეისბუქზე” ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გამოაქვეყნა.