Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიშველეთ, მაპოვნინეთ შვილი! – სად ქრება ბათუმში დაკარგული მოსწავლის კვალი?

January 18, 2025
“მიშველეთ, მაპოვნინეთ შვილი! – სად ქრება ბათუმში დაკარგული მოსწავლის კვალი?

ბათუმში, სკოლის მოსწავლეს, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. მოზარდი წუხელ დაიკარგა და მას შემდეგ, მის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. სკოლამ მომხდარზე განცხადება გამოქვეყნა:

“2025 წლის 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა ბათუმის წმინდა ანდრიას სახელობის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე და მას შემდეგ მოზარდს ყველგან ეძებენ. ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე.

გთხოვთ, ნებისმიერისახის ინფორმაცია მიაწოდოთ შესაბამის ორგანოს, ან ოჯახს 555105500 ან 599 4511 22”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი დეტალის გასარკვევად, “კვირის პალიტრა” სკოლის დირექტორს, დეკანოზ იაკობ ბენიძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ასევე, დავრეკეთ მითითებულ ნომერზე, რომელზეც ტირილით გვიპასუხა ალექსანდრეს დედამ და გვითხრა, რომ ჯერ არ უპოვია შვილი.

დედა საზოგადოებას შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.

“ამ დრომდე ბავშვი არ გვიპოვია, ინგლისურის გაკვეთილიდან გამოვიდა მარტო და მას შემდეგ დაიკარგა, ვიპოვეთ მისი ქურთუკი, ჩანთა და ტელეფონი. მეტს ვერაფერს გეტყვით, ვეძებთ ყველგან და ვერ ვპოულობთ. მე დედა ვარ, არ ვიცი, რა ვქნა, მიშველეთ, მაპოვნინეთ”, – გვითხრა ტირილით და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საქმეში ჩართულია პოლიცია, სავარაუდოდ, უკვე ამოღებულია კამერების ჩანაწერები. რა ინფორმაციას ფლობენ სამართალდმცველები, ამაზე ოჯახმა ჯერ არაფერი იცის.

წყარო: gurianewes.com

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge