ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება H&M-ის სახელით გაგზავნილი შეტყობინებები, ლინკზე გადასვლისა და გარკვეული კითხვარის შევსების შემდეგ კი წერია, რომ კომპანიისგან მომხმარებლებს 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემათ, აღნიშნულს 74-წლიან იუბილესთან უკავშირებენ.
“ჰ&მ” -ის წარმომადგენლობა აცხადებს, ეს თაღლითური სქემაა და აღნიშნული გზით პირადი მონაცემების მიღებას ცდილობენ.
„არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიასთან. ყალბი გზით ცდილობენ პირადი მონაცემების მიღებას. არ შეავსოთ განაცხადი,“ – განმარტავენ კომაპანიაში.
