ვეტერანი ფრანგი ცენტრფორვარდი, ოლივიე ჟირუ, რომელიც ამჟამად „ლოს ანჯელესში“ თამაშობს, ფრანგულ „პსჟ“-ში ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლას გამოეხმაურა.
„ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, მეტოქის პირისპირ თამაშის დროს ძალიან ძლიერია და ასევე თავდაუზოგავი, მომწონს და მგონია რომ “პსჟ-ს” გააძლიერებს“, – აღნიშნა ჟირუმ.
კვარას დებიუტი პარიზულ კლუბში 25 იანვარს, „რემსთან“ უნდა შედგეს.